top of page
Journaling

ყველაფერი ასე დაიწყო!

გაინტერესებს?

დღე  101 .
-პირველია?
კი პირველია.
-მასწავლებელი ხართ?
რთული სათქმელია, მასწავლებლობა ჩემთვის არ ნიშნავს მარტო სწავლებას,  ვასწავლი და ვსწავლობ, ესეიგი რა გამოდის მასწავლებლობაზე უფრო მეტია.
-აქამდე არასოდეს გისწავლებიათ ?
როგორ არა, იყო სწავლა/სწავლების გამოცდილება, მაგრამ უფრო პირველის განცდაა ვიდრე, მეორის ან მესამის...
-როგორი განცდაა?
სიტყვებით, რომ ვერ გადმოსცემ ისეთი... უნდა გამოცადო.
-სხვებსაც ურჩევდით გამოსცადონ?
სხვებს მაგას ვერ ვურჩევდი, სხვებს ვურჩევდი ცხოვრებაში ის აკეთონ, რაც სიამოვნებთ , სადაც თავს რეალიზებულად გრძნობენ.  შენში უნდა იყოს, შენი უნდა იყოს... თუ შიგნიდან არ ანათებს , ისე აზრი ეკარგება ...არანაირი განცდა არ ახლავს.
-რას შეცვლიდით?
ბევრ რამეს.
-რას არ შეცვლიდით?
არ მახსენდება არაფერი , რასაც არ შევცვლიდი.
-რაზე გეფიქრებათ ?
ფიქრებით ბევრგან გიწევს ყოფნა ...ფოკუსი გაფართოვდა, სრულიად უცნობი პიროვნებები, შენი ცხოვრების ნაწილი გახდა.  ადამიანი-მოთხრობები, რომლებსაც წაკითხვა , მოსმენა , გაანალიზება და დაფასება სჭირდება. შენს გარშემო სითბოს გრძნობ, ასანთებია მზე, განა ერთი ბევრი...ძნელია არ გეფიქრებოდეს.
-კიდევ დაწერ?
დავწერ ყოველთვის. სათქმელი უნდა ითქვას.
-წარმატებები!
:)

ჩანაწერები: About
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

©2019 by სამოქალაქო განათლების კლუბი "ნატვრის ხე". Proudly created with Wix.com

bottom of page