ესსების კონკურსის ძირითადი თემატიკაა: არა რადიკალიზმს , არა ძალადობრივ ექსტრემიზმს
კონკურსის შედეგად მოსწავლეებს მოეთხოვებათ, დაწერონ ესსე
რადიკალიზმის , ძალადობრივი ექსტრემიზმის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. თემის სათაური არის თავისუფალი, ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს: ► რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი უმცირესობების წინაშე არსებული
პრობლემები, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა.
► ახალგაზრდებში რადიკალური იდეების და ძალადობრივი ექსტრემიზმის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის ხერხები.
►საზოგადოებაში რელიგიური და/ან ეთნიკური ნიშნით დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების კრიტიკულ ანალიზი, სიძულვილის ენის აღმოფხვრის მექანიზმები.
►ქვეყანაში ეთნიკური და/ან რელიგიური ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის პრობლემატიკა, რა გვიშლის ხელს ვიყოთ ტოლერანტულები ?
§ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII, VIII , IX, X , XI და XII კლასის მოსწავლეებს.
§ ნაშრომის მოცულობა მინიმუმ 1 გვერდი მაქსიმუმ 3. შესაძლებელია , როგორც ხელნაწერი, ასევე ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენა.
§ ნაშრომი უნდა ეხებოდეს შემოთავაზებული თემატიკიდან ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პრობლემატიკას.
§ კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით და საინტერესო პრიზებით. საუკეთესო ნამუშევარი გამოქვეყნდება სამოქალაქო კლუბის „ნატვრის ხის“ ვებგვერდზე.
ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 5 მაისისა ან გაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: civicclub114@gmail.com
Comments