ყველა ადამიანს აქვს უფლებები , მათი შეზღუდვა უბრალოდ არ შეიძლება, რადგან მეტი განსხვავებული აზრი ქმნის ერთიან სამყაროს, უფრო საინტერესო და სიცოცხლით სავსეს. მერე რა თუ განსხვავებულია?! სამაგიეროდ ისიც ღმერთმა შექმნა, ეს იმას ნიშნავს რომ მათი არსებობა მნიშვნელოვანია.
მაგრამ დღეს დღეისობით ბევრი ადამიანი დაჩაგრულად გრძნობს თავს. ამის მოგვარება კი ძალზედ მარტივია. დავფიქრდეთ როგორი უღიმღამო და არასაინტერესო ცხოვრება იქნება განსხვავებული აზრის, თვისებების და მისწრაფებების ადამიანების გარეშე ...
ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე , რათა მათი უფლებები და მოვლეობები არ შეიზღუდოს რისთვისაც ისწრაფიან. რთულია როდესაც გინდა ცხოვრებაში წარმატებული პიროვნება იყო, მაგრამ შენი განსხვავებული რასა, სქესი, კულტურა თუ რელიგია დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს, მხოლოდ იმიტომ რომ შენგან განსხვავებულმა ადამიანებმა ასე გადაწყვიტეს .
საზოგადოება გვირილას გავს, სადაც ადამიანები თანასწორები არიან, სადაც ადამიანების უფლებებს პატივს არ სცმენენ და გამორიცხავნენ მათ საერთო სივრციდან , ვიღებთ ერთფეროვნებას და სასრულ წერტილს . მე ვირჩევ გვირილას!
Comments