114-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. პროექტი ითვალისწინებდა მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას და მათზე მზრუნველობას. სკოლასთან ახლომდებარე სკვერში ბევრი მიუსაფარი ძაღლია, მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხით სწორედ მათთვის საკვები შეიძინეს. მსგავსი აქტივობები კვლავ დაიგეგმება. სამოქალქო კლუბი "ნატვრის ხე" მოგიწოდებთ #გიყვარდეთ ცხოველები და იზრუნეთ მათზე.
პროექტი-მიუსაფარი ცხოველებისთვის
civicclub114
Comments