ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის დაიწყო ახალ პროექტი „ჩეთბოტების აკადემია”. პროექტის მონაწილეებს კვირაში ორჯერუტარდებოდათ ლექციები ნარატივდიზაინზე და შეისწავლეს ჩეთბოტის აწყობა.
ჩეთბოტი თანამედროვე სამყაროს საკმაოდ პოპულარული ხელსაწყოა, რომელსაც მრავალი მიმართულებით იყენებენ. მისი მთავარი ფუნქციაა ადამიანებთან საუბარი და ინფორმაციის მიწოდება. Ჩეთბოტების შექმნას ნარატივდიზაინი ეწოდება. ეს არის უახლესი სპეციალობა, რომელსაც მომავლის პროფესიასაც უწოდებენ.
აღნიშნულ კონკურსში 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, 15 საუკეთესოს შორის მოხვდა 114 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბასილაშვილი. ლუკა თავად მოგიყვებათ მიღებული გამოცდილების შესახებ. გთავაზოვთ ინტერვიუს ლუკა ბასილაშვილთან
1. მოკლედ პროექტის შესახებ … რატომ მიიღე მონაწილეობა ? რას მოელოდი ?
2. რა გამოცდილება და უნარები შეიძინე ?
3. რა სირთულეები შეგხვდა პროექტის მიმდინარეობისას?
4. შენს ძლიერ მხარედ რას მიიჩნევ? რამ შეგიწყო ხელი 15 მოსწავლეს შორის მოხვედრილიყავი?
5. ერთი სიტყვით, რომ აღწერო ეს პროექტი რა სიტყვა იქნებოდა ეს
6. რას ურჩევდი შენს თანატოლებს ?
7. რა იყო კურსზე ახალი და განსაკუთრებულად საინტერესო?
1. მონაწილეობა პროექტში იმიტომ მივიღე რომ დამაინტერესა მომავლის პროფესიამ და მომეცა საშუალება გავმხდარიყავი ნარატივდიზაინერთა ჯგუფის ნაწილი. „ტექნოლოგიური პროგრესის შემხედველს ხშირად მეფიქრება, არის თუ არა ციფრული სამყაროს შესაძლებლობები განუსაზღვრელი და კიდევ რა შეიძლება მოხდეს? თუმცა, ადამიანის ცნობისმოყვარეობის დიაპაზონი იმდენად ფართოა, ჩვენ კიდევ ბევრ ჯადოსნობასთან გვექნება საქმე.
2. პროექტის ფარგლებში ვისწავლე ჩეთბოტზე მუშაობა , მოცემული დროის შესაბამისად შევიძინე ნარატივდიზაინერისთვის საჭირო უნარები და ცოდნა.
3. პროექტის მიმდინარეობისას ისევე როგორც სხვა მონაწილეებს, მეც შემხვდა გარკვეული სირთულეები. ერთერთი სირთულე იყო დროის ფაქტორი და პლატფორმის გაუმართაობა „ნერვები დამაწყდა სულ refresh ჭირდებოდა 😂😂 “
4. პროექტში წარმატებული მონაწილეობის მიღება განაპირობა პირველ რიგში, სურვილმა, კურსისადმი ინტერესმა . ჩემს ძლიერ მხარედ აგრეთვე მივიჩნევ უბრალოდ მონდომებას და მიზანდასახულობას.
5. შემოქმედებითი
6. ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ უბრალოდ მოინდომონ და თუ რაიმე სფეროსადმი აქვთ ინტერესი უბრალოდ გამოცადონ.
7. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩეთბოტის აგებულების გაცნობა, მისი გამოყენების სპეციფიკა, სტრუქტურა, ნახვა, როგორ ხდება პროგრამირება, ინფორმაციის შეყვანა და სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ციფრული არსების გაუმჯობესება.
Comments