top of page

ესსების კონკურსი

civicclub114

კონკურსის შედეგად მოსწავლეებს მოეთხოვებათ, დაწერონ ესსე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. თემის სათაური არის თავისუფალი, ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს:

► რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები;

► საზოგადოებაში ეთნიკურ და/ან რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას; ► კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა და გააზრება;

►საზოგადოებაში რელიგიური და/ან ეთნიკური ნიშნით დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების კრიტიკულ ანალიზი;

►ქვეყანაში ეთნიკური და/ან რელიგიური ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის პრობლემატიკა;

§ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII, VIII , IX, X , XI და XII კლასის მოსწავლეებს.

§ ნაშრომის მოცულობა მინიმუმ 1 გვერდი მაქსიმუმ 3. შესაძლებელია , როგორც ხელნაწერი, ასევე ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენა.

§ ნაშრომი უნდა ეხებოდეს ტოლერანტობის თემატიკიდან ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პრობლემატიკას.

§ კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული(I, II, III ადგილი). ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. საუკეთესო ნამუშევარი გამოქვეყნდება სამოქალაქო კლუბის „114“ ვებგვერდზე.

ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ან გაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: civicclub114@gmail.com



9 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

©2019 by სამოქალაქო განათლების კლუბი "ნატვრის ხე". Proudly created with Wix.com

bottom of page