114-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის " წინააღმდეგ, ონლაინ ლექცია / დისკუსია გაიმართება. მოწვეული სტუმრის რანგში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი შაკო ლაშხია იქნება, რომელიც მოსწავლეებთან ისაუბრებს : მოზარდებში ძალადობრივი ექსტრემიზმის საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ლექცია წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, დასრულების შემდგომ გაიმართება დისკუსია. აღნიშნული ონლაინ შეხვედრები დაგეგმილია მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლასებთან.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და საქართველოს სტრატეგიებისა და განვითარების ცენტრის(GCSD) პარტნიორობით , ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით , პროექტის _ "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში.
コメント