top of page

პოსტერების კონკურსი

civicclub114

ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოებისთვის. ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის მხარდამჭერი ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა სახის მედიაში. დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ინფორმირებაა. რადიკალური და ექსტრემისტული იდეების გავრცელებასთან საუკეთესო ბრძლის მეთოდი დემოკრატიული და ჰუმანისტური იდეების გავრცელებაა.



შესაბამისად თქვენი პოსტერი ნათლად უნდა ასახავდეს აღნიშნულ პრობემას და ავრცელებდეს გარკვეულ გზავნილებს მის აღმოსაფხვრელად. პოსტერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ დამატებით მოკლე აღწერა (თუ რატომ შექმენით აღნიშნული პოსტერი / რა გზავნილებია მასში გადმოცემული ) და ავტორის სახელი და გვარი.



რადიკალიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან საინფორმაციო ბრძოლაში თქვენი წვლილის შესატანად მოამზადეთ საინფორმაციო ინფოგრაფიკა.

პოსტერი უნდა შეიცავდეს:

 დემოკრატიულ ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, ცოდნას და უნარებს;

 სოციალური, კულტურული და პოლიტიკური საზღვრების მიღმა ურთიერთობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას;

 საქართველოს კონსტიტუციიდან თქვენთვის თემატურად მნიშვნელოვანი ადამიანის უფლების მითითებას

პრაქტიკული რჩევები :


 პოსტერის დასამზადებლად შეგიძლიათ გაეცნოთ პრაქტიკულ რჩევებს:

 პოსტერში წარმოსაჩენი ძირითადი გზავნილების შესახებ მასალის გაცნობა დაგეხმარებათ პოსტერში თემატური გზავნილის/იდეის გადმოცემაში.

 დავალებაში მოცემული პირველი ორი პუნქტი შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, როგორც თემატური ტექსტის სახით, ისე ლოზუნგის, მოწოდების ან თემატური შინაარსის ნახატის/ლოგოს მეშვეობით, ან ყველა ზემოთხსენებულის კომბინაციით;

ელექტრონული სახით პოსტერის დასამზადებლად შეიძლიათ გამოიყენოთ www.canva.com


გამოვლინდება 2 გამარჯვებული , რომელთაც გადაეცემათ სიგელები და საინტერესო პრიზები, მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება სამოქალაქო კლუბის : "ნატვრის ხის" საიტზე.

ნაშრომები შეგიძლიათ წარმოადგინოთ როგორც ელექტრონული , ასევე მატერიალური სახით, დაუკავშირდით 114-ე საჯარო სკოლის სამოქალო კლუბის საინიციატივო ჯგუფის წევრებს. ელექტრონული ნამუშევრები გადმოაგზავნეთ მეილზე, სადაც subject ველში ჩაწერთ პოსტერების კონკურსს და პოსტერს თან უნდა ახლდეს მოკლე აღწერა (თუ რატომ შექმენით აღნიშნული პოსტერი / რაგზავნილებია მასში გადმოცემული ) და ავტორის სახელი და გვარი civicclub114@gmail.com


70 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

©2019 by სამოქალაქო განათლების კლუბი "ნატვრის ხე". Proudly created with Wix.com

bottom of page